რა არის ტექნოლოგიები და ტიპები?
საკომუნიკაციო ტექნოლოგია. ეს არის სისტემა, რომელიც იყენებს ტექნიკურ საშუალებებს ინფორმაციის ან მონაცემების გადასაცემად ერთი ადგილიდან მეორეზე ან ერთი ადამიანიდან მეორეზე.
- სამშენებლო ტექნოლოგია.
- დამხმარე ტექნოლოგია.
- სამედიცინო ტექნოლოგია.
- საინფორმაციო ტექნოლოგიები
- გასართობი ტექნოლოგია.
- ბიზნეს ტექნოლოგია.
- განათლების ტექნოლოგია.
ელექტრონიკა
მეცნიერება ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების შესახებ, რომლებიც ელექტრონების და სხვა დამუხტული ნაწილაკების დინების მართვას ეფუძნება. ასეთი მოწყობილობებია, მაგალითად, ელექტრონული მილაკები ან ნახევრადგამტარი ელემენტები. ზოგადად, ელექტრონიკაში სისტემები იყოფა ორ, ანალოგიურ და ციფრულ ნაწილებად. ანალოგური ელექტრონიკა შეისწავლის დროში უწყვეტ ელექტრულ პროცესებს და იმ ელექტრულ მოწყობილობებს რომლებიც ასეთი პროცესებში გამოიყენება. ციფრული ელექრონიკა დისკრეტული ელექტრული სიგნალების დამუშავებისას გამოყენებულ ელექრულ მოწყობილობებს შეისწავლის.კომპიუტერული ტექნოლოგია
ტელესაკომუნიკაციო და მიკროელექტრონულ ტექნოლოგიებთან ერთად, არის საინფორმაციო ტექნოლოგიებისშემადგენელი ნაწილი. იგი შეისწავლის კომპიუტერების თვისებებს, მათი შექმნის და გამოყენების საკითხებს. იგი შედარებით ახალი დარგია, რომელსაც ფესვები აქვს მათემატიკაში, საინჟინრო საქმესა და ენათმეცნიერებაში.მანქანათმშენებლობა
მსოფლიოს ინდუსტრიის უძველესი და უდიდესი დარგი. მისი სამშობლოა ინგლისი, სადაც 200 წლის წინ, სამრეწველო რევოლუციის პერიოდში, საფუძველი ჩაეყარა მის განვითარებას. თანამედროვე მანქანათმშენებლობა სამეცნიერო–ტექნიკური რევოლუციის ერთ–ერთი განმსაზღვრელი დარგია. სწორედ მისი საშუალებით მიმდინარეობს მსოფლიოს ეკონომიკის ტექნიკური მოდერნიზაცია. დღევანდელი მანქანათმშენებელი სამრეწველო ინდუსტრია ურთულესი დარგთაშორისო კომპლექსია, რომელიც ასზე მეტ ქვედარგს აერთიანებს. მანქანათმშენებლობის დარგთა კომპლექსში შეიძლება გამოიყოს სამი მსხვილი შემადგენელი ნაწილი:
– მძიმე მანქანათმშენებლობა
– სხვადასხვა სირთულის ჩარხების წარმოება, მრეწველობის სხვადასხვა დარგებისათვის საჭირო მოწყობილობების დამზადება და ა.შ.
– ელექტრონული მანქანათმშენებლობა და ელექტროტექნიკა.
– სატრანსპორტო და სოფლის მეურნების მანქანათმშენებლობა.
ნანოტექნოლოგია
ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერებისა და
ტექნიკის დისციპლინათშორისი სფერო, რომელიც საგნების ატომურ და მოლეკულურ დონეზე მანიპულირების ეთოდებსა და ხერხებს შეისწავლის. ზოგადად ნანოტექნოლოგია იკვლევს სტრუქტურებს, რომელთა ზომა 100 ნანომეტრს არ აღემატება და მოიცავს მასალებისა და მოწყობილობების შემუშავებას ამ ზომის ფარგლებში. ნანოტექნოლოგია უკიდურესად მრავალფეროვანია და მოიცავს, როგორც არსებული მოწყობილობების ახლებურად აწყობის საშუალებებს, ისე სრულიად ახალი მასალების შექმნას ნანოშკალის დონეზე. ნანოტექნოლოგიას აქვს პოტენციალი შექმნას მრავალი ახალი მოწყობილობა, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება მედიცინაში, ელექტრონიკაში და ენერგეტიკაში. თუმცა ამასთან ნანოტექნოლოგია ბადებს შეკითხვებს მის შესაძლო უარყოფით გავლენაზე ეკოლოგიაზე ან/და გლობალურ ეკონომიკაზე. შესაბამისად, მიმდინარეობს დებატები იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ სფეროს სპეციალური რეგულირება.ინფორმაციული ტექნოლოგია
ტექნოლოგია, რომელიც საჭიროა ინფორმაციის დამუშავებისათვის. კერძოდ, ის იყენებს კომპიუტერულ ტექნიკას, კომპიუტერულ პროგრამებს ინფორმაციის დაგროვების, შენახვის, გარდაქმნისა და გადაცემისათვის. ინფორმაციული ტექნოლოგიის შემადგენელი ნაწილებია:
- კომპიუტერული ტექნოლოგია;
- ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგია;
- მიკროელექტრონული ტექნოლოგია.
რა არის ციფრული ტექნოლოგია?
ციფრული ტექნოლოგიების არსებობაზე რომ ვისაუბროთ, პროგრამირება, ანუ პროგრამული უზრუნველყოფა უნდა არსებობდეს და ეს პროგრამირება მანქანასთან ურთიერთქმედებს. ციფრული ტექნოლოგია, რომელმაც მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ხელოვნური ინტელექტის ეტაპზე, ზოგიერთ სამუშაოს ამარტივებს. სამრეწველო სექტორში ციფრული ტექნოლოგია უნდა იქნას გამოყენებული ისეთი პროცესების განსახორციელებლად, როგორიცაა შეფუთვა, დახარისხება და დათვლა სწრაფად და უსაფრთხოდ.
რა არის ციფრული ტექნოლოგიების მაგალითები?
- ხელოვნური ინტელექტი
- გაფართოებული მანქანათმცოდნეობა
- ჭკვიანი აპლიკაციები
- ჭკვიანი ნივთები
- მეტყველების ამოცნობის სისტემები
- ციფრული აპლიკაციებისა და სერვისების არქიტექტურა
- ციფრული ტექნოლოგიების პლატფორმები
.jpg)

.jpg)


No comments:
Post a Comment