თანამედროვე ტექნოლოგიების როლი მთელ მსოფლიოში უმნიშვნელოვანესია, დღითიდღე იზრდება მისი განვითარების ტემპები და საჭიროება. ტექნოლოგიური წინსვლა ყოველთვის დადებითი მოვლენაა იმ შემთხვევაში თუ იგი დედამიწას არ უქმნის საფრთხეს და საერთოდ როცა სიკეთეს ემსახურება. მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემის ტენდენციები გვიჩვენებს, რომ სასწავლო პროცესის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების როლის გაფართოება. ტექნოლოგიებმა დიდი ხანია თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობაში შემოაბიჯა და უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა, კოსმოსური სიჩქარითაც ვითარდება და ლამის ყოველდღიურად გასაოცარი სიახლეების მოწმენი ვხდებით.
თანამედროვე ტექნოლოგიამ როგორ შეიცვალა ცხოვრება?
XXI-ე საუკუნე თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. ეს არის დრო, როცა ჩვენი ცხოვრება უშუალო კავშირშია ციფრულ ტექნოლოგიასთან, სოციალურ ქსელებთან. თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნახტომი, უდიდესი მიღწევაა. ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერი საქმე გააკეთოს უფრო სწრაფად და მარტივად, უფრო დახვეწილი გახადოს მისი შემოქმედებითობა და მუდმივად სიახლეების ძიებაში იყოს ჩართული. დღევანდელ სამყაროში, ნებისმიერი საქმიანობის სფერო, განათლება, ბიზნესი, თუნდაც ადამიანური ურთიერთობები, ყველაფერი ტექნოლოგიებზე გადის. ტექნოლოგიებმა შეცვალეს ადამიანის მსოფლხედველობა. ისინი მოქმედებენ ჩვენს მეხსიერებაზე, ყურადღებაზე, დიდ ზეგავლენას ახდენენ როგორც ბავშვებზე, ასევე ნებისმიერი ასაკის ადამიანზე.
რაც უფრო მეტად დაიწყო ტექნიკამ განვითარება და უფრო მეტი რამ გამოიგონა ადამიანმა, მით უფრო მეტად გართულდა მისი ცხოვრება და მით უფრო ნაკლები დრო აქვს მას. ერთი შეხედვით თანამედროვე ტექნოლოგიები ამარტივებენ ადამიანის საქმიანობას და ზოგავენ მის დროს. მაგრამ, დღეს როგორც კი ადამიანს თავისუფალი დრო გამოუჩნდება ის სხვა საქმეს წამოიწყებს. ადამიანი იმდენად არის მიჩვეული ეკრანთან მონოტონურ მუშაობას, რომ ავტომატურად ახალ საქმეს წამოიწყებს, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა. გარდა ამისა, მისი ცხოვრება სულ უფრო მეტ დანახარჯებს მოითხოვს და ამიტომ ისიც დამატებითი შემოსავლის წყაროს ეძებს.
პოპულარული ტექნიკური ტენდენციები:
- ხელოვნური ინტელექტი
- რობოტული კოდირება
- ვირტუალური რეალობა და გაძლიერებული რეალობა
- ბლოკჩეინი
- ნივთების ინტერნეტი (IoT)
- ბუნებრივი ენის დამუშავება
- ავტონომიური მანქანები
- პერსონალიზებული და პროგნოზირებადი მედიცინა
- გამოსახულების დამუშავება
- 5G მონაცემთა ქსელები
რა არის ხელოვნური ინტელექტი?
1955 წელს ამერიკელმა მეცნიერმა ჯონ მაკარტმა პირველად გამოიყენა ტერმინი "ხელოვნური ინტელექტი". მან ეს უკანასკნელი განმარტა, როგორც პროგრამა ან კომპიუტერი, რომელსაც შეუძლია იაზროვნოს, როგორც ადამიანმა და მიიღოს ლოგიკური გადაწყვეტილებები. სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი ახალ დარგს, რომელსაც განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და შეუძლია მნიშვნელოვნად დაეხმაროს კაცობრიობას განვითარებაში. დღევანდელი მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის გარეშე წარმოუდგენელია. მას იყენებს თითქმის ყველა წამყვანი კომპანია, იქნება ეს "GOOGLE" თუ "SAMSUNG" სწორედ ხელოვნური ინტელექტი გვეხმარება ინტერნეტში ძებნის დროს თუ სმარტფონით სურათების გადაღებისას. ხელოვნური ინტელექტის გარეშე ვერც ერთი თანამედროვე ელექტრონული დანადგარი ვერ იმუშავებს.
ზესწრაფი 5G ქსელი:
- საბოლოო ჯამში, რაც უფრო უკეთ ვსწავლობთ თუ როგორ "მუშაობს" ადამიანი და როგორაა ის მოწყობილი, როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი ან თუნდაც როგორ ვაზროვნებთ, სულ უფრო და უფრო ვხვეწავთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს და მის უნარებს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მალე ხელოვნული ინტელექტი კაცობრიობის განვითარების კატალიზატორი გახდება, უფრო და უფრო მეტად დაეხმარება ადამიანებს. უახლესი პროგნოზების მიხედვით, შემდეგ 50 წელში ხელოვნური ინტელექტი უფრო მეტად დაიმკვიდრებს თავს ჩვენს ყოველდღიურობაში. მაგალითად, მისი დამხარებით ჩატარდება სასკოლო გამოცდები, გამოქვეყნდება მათ მიერ დაწერილი სტატიები ინტერნეტსა თუ გაზეთებში და ა.შ.






No comments:
Post a Comment